ტრამპი: ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ თითქმის ყველაფერზე, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებაზეც, შეთანხმებას მივაღწევთ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღწეული.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ თითქმის ყველაფერზე, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებაზეც, შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.

თავისი გამოსვლის დასაწყისში ტრამპმა ზელენსკის უთხრა:

„ვფიქრობ, რომ თქვენ და პრეზიდენტი პუტინი რაღაცას შეათანხმებთ. საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღონ, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებით. და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგი შედეგები მოჰყვება“.