LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
დღეს მართლაც დიდი პროგრესი გვქონდა, პუტინთან რთული შეხვედრები მქონია, მაგრამ მასთან ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„შეხვედრა უკიდურესად პროდუქტიული იყო - ბევრ საკითხზე შევთანხმდით, მხოლოდ რამდენიმე დარჩა. ჯერ არ მივსულვართ ამ საკითხებამდე, მაგრამ არის კარგი შანსი, რომ მივალთ. მხოლოდ რამდენიმე საკითხია დარჩენილი“, - აღნიშნა მან.