რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო დღეში ფორმაში ყოფნისთვის - ახალი კვლევა
1752525426
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას. ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა ასევე უარყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის განზრახვები: "ამას არ ვაპირებთ" - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
"ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც," - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის.
"მე არავის მხარეს ვარ. მე კაცობრიობის მხარეს ვარ. მე მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.