ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან გრენლანდიის შესახებ შეთანხმების ჩარჩოს მიაღწია და ტარიფები აღარ არის საჭირო

ჯო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ჩარჩო გეგმა, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს გრენლანდიასთან დაკავშირებით.

„ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ ძალიან პროდუქტიულ შეხვედრაზე დაყრდნობით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მომავალი შეთანხმების ჩარჩო გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, მისი აღსრულების შემთხვევაში, იქნება შესანიშნავი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ნატოს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, მე აღარ დავაწესებ იმ ტარიფებს, რომელთა ამოქმედებაც 1-ელ თებერვალს იყო დაგეგმილი. გრენლანდიასთან მიმართებით იმართება დამატებითი მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მოლაპარაკებების წინსვლასთან ერთად“, - აღნიშნა ტრამპმა.