გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი, შესაძლოა, მსჯავრდებული გახდეს, როგორც კი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან საპრეზიდენტო დებატებისას განაცხადა.
ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის საქმეზე.
„ის ლაპარაკობს გასამართლებულ დამნაშავეებზე. თავად მისი შვილია ძალიან მაღალი დონის გასამართლებული დამნაშავე. მისი შვილი გასამართლებულია და, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ გასამართლდება და აქამდეც უნდა გასამართლებულიყო. თუმცა მისმა იუსტიციის დეპარტამენტმა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა დაუშვა. თუმცა ის, შესაძლოა, გახდეს მსჯავრდებული დამნაშავე, როგორც კი თანამდებობას დატოვებს. ჯო, შესაძლოა, ყოფილიყო მსჯავრდებული დამნაშავე იმ ყველაფრის გამო, რაც გააკეთა. მან საშინელი რაღაცები გააკეთა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ბაიდენს კრიმინალი უწოდა.
„ეს კაცი კრიმინალია. ის იღბლიანია. მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზენი“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე დონალდ ტრამპია. ბაიდენის თქმით, მოსაზრება, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, აღმაშფოთებელია.
„ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე ამ სცენაზე არის კაცი, რომელსაც ახლა ვუყურებ და საქმე ისაა, რომ ის რასაც გეუბნებათ, უბრალოდ, არ არის სიმართლე. ფაქტია, მისი მხრიდან არ ყოფილა ძალისხმევა, შეეჩერებინა ის, რაც კაპიტოლიუმში ხდებოდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა, გასამართლებას იმსახურებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა.
„ყველა ის დანაშაული, რომელშიც ბრალი გაქვთ წარდგენილი. გაიხსენეთ ყველა სამოქალაქო ჯარიმა, რომელიც დაგაკისრეს. რამდენი მილიარდი დოლარის ჯარიმა გაქვთ? ქალის საჯარო სივრცეში შევიწროებისთვის, მთელი რიგი ქმედებების ჩადენისთვის, მაგალითად, პორნოვარსკვლავთან სექსუალური კავშირისთვის მაშინ, როდესაც თქვენი მეუღლე ორსულად იყო? რაზე საუბრობთ? თქვენ ქუჩის კატის მორალი გაქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპმა პორნოვარსკვლავთან კავშირის ბრალდება უარყო და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა.