ტრამპი: აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული

ტრამპი

აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მე-12 არხს (Channel 12).

ისრაელის მედიასაშუალებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საზღვაო ბლოკადა „უფრო ეფექტურია“, ვიდრე დაბომბვა და დასძინა, რომ ირანი „იხრჩობა“.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი ბლოკადის მოსახსნელად შეთანხმების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ირანი ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს, მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“.