როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
ესპანეთის ანკლავ სეუტას მერი ხუან ხესუს ვივასი მიგრაციული კრიზისის პროვოცირებაში მაროკოს ადანაშაულებს, – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
სეუტას მერმა განვითარებულ მოვლენებს „საშინელი სისასტიკე“ უწოდა.
„მორგში 88 ცხედარი იმყოფება, ხოლო საზღვრის მეორე მხარეს კიდევ უფრო მეტია. ხალხი ამას მიგრაციულ კრიზისად არ აღიქვამს. ეს არსებითად თავდასხმა და ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. მოსახლეობის აზრით, პროცესი თუ მთლიანად ორგანიზებული არა, მაროკოს მხრიდან, სულ მცირე, წახალისებული ან დაშვებული მაინც იყო“, – განაცხადა ვივასმა.
„გარდიანის“ ცნობით, ხუან ხესუს ვივასმა პარალელი გაავლო 2021 წლის მოვლენებთან, როდესაც რაბატმა შეასუსტა სასაზღვრო კონტროლი, რამაც ორ დღეში 10 ათას ადამიანს მისცა სეუტაში საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა იმ დიპლომატიური დაპირისპირების დროს, რომელიც გამოიწვია მადრიდის გადაწყვეტილებამ – ნება დაერთო დასავლეთ საჰარის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერისთვის, ესპანეთში გაევლო მკურნალობის კურსი COVID-19-ის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, სეუტაში უკანონოდ შესული ყველა მიგრანტი საბოლოოდ მაროკოში დაბრუნდება.