რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტი ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპისთვის არქტიკას დაიცავენ.
სამხედრო მეთაურები ამზადებენ გეგმებს კუნძულზე ნატოს შესაძლო მისიისთვის, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა უსაფრთხოების მიზეზებით გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა. ბოლო დღეებში ბრიტანელი ოფიციალური პირები შეხვდნენ კოლეგებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, რათა მზადება დაეწყოთ. გამოცემის ცნობით, გეგმები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, შეიძლება მოიცავდეს ბრიტანელი ჯარისკაცების, სამხედრო გემების და თვითმფრინავების განლაგებას რუსეთისა და ჩინეთისგან გრენლანდიის დასაცავად.
"ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში მათი ყოფნის მნიშვნელოვნად გაძლიერება, ბატონ ტრამპს დაარწმუნებს, რომ უარი თქვას სტრატეგიული კუნძულის ანექსიის ამბიციაზე." - წერს The Telegraph-ი. გამოცემა ასევე იუწყება, რომ ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს, თუ დონალდ ტრამპი უარყოფს ნატოს ძალების გრენლანდიაში განლაგების შეთავაზებას. "ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Meta, Google, Microsoft და X, შესაძლოა, კონტინენტზე ოპერირება შეეზღუდოთ, ისევე როგორც ამერიკულ ბანკებსა და ფინანსურ ფირმებს. უფრო ექსტრემალური, უკიდურესი ვარიანტი შეიძლება იყოს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში არსებული ბაზებიდან გამოძევება, რაც ვაშინგტონს წაართმევს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ოპერაციებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პლაცდარმს." - წერს The Telegraph-ი.