არქეოლოგებმა ეგვიპტეში 3 300 წლის სასტვენი იპოვეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 3 300 წლის სასტვენი იპოვე

ძველი ეგვიპტური ქალაქის, ამარნის ტერიტორიაზე გათხრებისას ძვლის სასტვენი იპოვეს, რომელსაც სავარაუდოდ ადგილობრივი პოლიციელები იყენებდნენ. არტეფაქტი, რომლის ასაკიც 3 300 წელია, ძროხის ჩლიქისგან არის დამზადებული და ეს პირველი მსგავსი აღმოჩენაა ეგვიპტეს ტერიტორიაზე.

ამარნა ძველი წელთაღრიცხვით 1347 წელს, ფარაონმა ეხნატონმა დააარსა. ის ქვეყნის ახალი დედაქალაქი იყო, რომელმაც მხოლოდ 15 წელი იარსება, შემდეგ კი დაცარიელდა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ იქ, სადაც სასტვენი აღმოაჩინეს, ფარაონის აკლდამის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ცხოვრობდნენ. არტეფაქტი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იპოვეს.

„როგორც ჩანს, ეს ტერიტორია პოლიციის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ იყო, რათა აკლდამის წმინდა ტერიტორია დაცული ყოფილიყო და მისადმი წვდომა მხოლოდ იმ ადამიანებს ჰქონოდათ, ვისთვისაც ეს საჭირო იყო“, - აღნიშნა არქეოლოგმა მიშელ ლენგლიმ გრიფიტის უნივერსიტეტიდან.