ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს - რას წერს ფრანგული მედია

დუროვი

პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სახელწოდების პოპულარულ მესინჯერს მართავს, საფრანგეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში პირადი თვითმფრინავიდან გამოსვლისას დააკავეს.  39 წლის დუროვს თან ახლდა პირადი მცველი და ქალი.  დაკავება საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმებმა განახორციელეს. დუროვი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა.

საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან და დაკითხოს იგი უსაფრთხო TG ქსელის მეშვეობით მაკრონის მენეჯერის მოსმენის ეჭვის გამო. ასევე გამოძიება ფოკუსირებულია "ტელეგრამზე" მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, პოლიციის აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას.

TF1-ის ინფორმაციით, ასევე შესაძლო ბრალდებებს შორისაა: ტერორიზმი, ნარკოტიკები, თაღლითობა, ფულის გათეთრება, დანაშაულის დაფარვა, პედოფილური შინაარსი.

Telegram-ის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში საელჩომ „დაუყოვნებლივ გადადგა საჭირო ნაბიჯები მსგავს შემთხვევებში რუსეთის მოქალაქის ირგვლივ ვითარების გასარკვევად, მიუხედავად ბიზნესმენის წარმომადგენლების მხრიდან მიმართვის არარსებობისა“.

პაველ დუროვმა 2021 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ტელეგრამის ოფისი ამჟამად დუბაიშია განთავსებული. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა - მას მერე, რაც არ დაემორჩილა ბრძანებას დახურულიყო ოპოზიციური ჯგუფები მისი სოციალური მედიის პლატფორმაზე VK, რომელიც დუროვმა შემდგომში გაყიდა.

დუროვი - რომელიც, "ფორბსის" შეფასებით 15.5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ფრანგული მედია წერს, რომ დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას.