ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
ნაზრანში, სავაჭრო ცენტრ „ფაბრიჩნიში“ მდებარე სილამაზის სალონის თანამშრომელს სამი ქალი დაესხა თავს. კონფლიქტის დროს ისინი ქსლს თმის ფენითა და უთოთი სცემდნენ, ხოლო ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, იატაკის მიმართულებით ისროლა. როგორც გაირკვა თავდამსხმელები დაზარალებულს იცნობდნენ. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Mash Gor წერს.
თავდამსხმელები სალონში ორ მამაკაცთან ერთად მივიდნენ. არსებული მონაცემებით, ისინი უშუალოდ ჩხუბში არ ჩარეულან და იქვე იდგნენ.
დაზარალებულმა სამედიცინო დახმარებას მიმართა. მას თავის არეში, სახესა და ლავიწის მიდამოში ჩაქცევები დაუფიქსირდა. პოლიციელებმა შენობაში მასრა იპოვეს და იგი ექსპერტიზაზე გააგზავნეს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.