თავდასხმა ჯეი დი ვენსის სახლზე - რა დეტალებია ცნობილი

თავდასხმა ჯეი დი ვენსის სახლზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სახლზე ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საიდუმლო სამსახურმა მალევე დააკავა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული 26 წლის უილიამ დეფურია. მას ბრალად სახელმწიფო ქონების დაზიანება, აკრძალულ ზონაში მდებარე ქონებაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და ფედერალურ ოფიცრებზე თავდასხმა ედება.

თავდასხმის დროს ჯეი დი ვენსი და მისი ოჯახი სახლში არ იმყოფებოდნენ.