ტაქსის მძღოლმა მგზავრს თირკმელი უსასყიდლოდ გადაუნერგა

 ტაქსისი მძღოლი

Uber-ის მძღოლმა მგზავრს თირკმელი უსასყიდლოდ გადაუნერგა. ნიუ-ჯერსელი 71 წლის ბილ სუმიელი სამსახურიდან სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. გზაში ის მძღოლს გამოელაპარაკა და დიალოგში გაუმხილა, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის დონორს 3 წელია უშედეგოდ ეძებს.

უბერის მძღოლმა, 33 წლის ტიმ ლეტსმა მას ორგანოს გადანერგვა მაშინვე შესთავაზა. "შუა მგზავრობისას, მას შემდეგ, რაც ჩემი პრობლემა გავუზიარე, ტიმმა მითხრა - მოინიშნე ჩემი სახელი და ტელეფონის ნომერი, თირკმლის დონაციას მე გთავაზობ. სიხარულისგან უცბად კანკალი დავიწყე, გონება დამებინდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა", - იხსენებს ბილ სუიელი.

აღმოჩნდა, რომ 33 წლის ლეტსი ყოფილი სამხედროა. "ბილის საუბარმა და მისმა გულწრფელობამ იმდენად შთამაგონა, რომ გადაწყვეტილება მალევე მივიღე. ის ძალიან კეთილი და უბრალო კაცია. მიხარია, რომ გავაბედნიერე. არ მინდოდა, სარკეში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ადამიანის გადარჩენა შემეძლო და ამ შანსზე უარი ვთქვი. ერთმანეთის გვერდში დგომა ჩვენი მოვალეობაა", - ამბობს ტიმი.

 

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. ბილ სუმიელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამბობს, რომ ტიმთან ის ცხოვრების ბოლომდე აპირებს მეგობრობას. See less

 

ასევე ნახეთ:

„გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენთვის გახდება მთელი სამყარო, თქვენ კი მისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს ზამთრის ბოლოს დიდი ბედნიერება ელით

მოულოდნელი სიურპრიზი და გახარებული თბილისის მერი - ნახეთ, კადრები