თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს შავი კვამლის ღრუბელი... - უცხოური მედია ხამენეის სავარაუდო გარდაცვალებაზე

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ

The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა.

მედიის ინფორმაციით, Airbus-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოში კომპლექსის ის დანგრეული შენობებია ასახული, რომლებიც, როგორც წესი, ხამენეის რეზიდენციას და მაღალი თანამდებობების პირების მასპინძლობისთვის მთავარ ადგილს წარმოადგენს.

“თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს შავი კვამლის ღრუბელი და ფართომასშტაბიანი დაზიანება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის კუთვნილ რეზიდენციაზე," - წერს ამერიკული გავლენიანი მედია.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ფოტოზე შავი კვამლი შეინიშნება.