რისი გაკეთება არ შეიძლება აღდგომას
1745092403
ქალაქ სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ სოციალურ ქსელ X-ში მის დაპატიმრებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ სოლიდარობასა და იმედს ვერცერთი ძალა ვერ აღუდგება წინ.
„სოლიდარობასა და იმედს ვერცერთი ძალა ვერ აღუდგება წინ. ჩვენი ბრძოლა ჩვენი შვილების, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის არის“, - დაწერა მან.
ცნობისთვის, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის მერი კორუფციისა და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით გუშინ დააკავეს. იმამოღლუ თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია. კვირას პრაიმერიზი უნდა გამართულიყო, სადაც სტამბოლის მერი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატად უნდა წარედგინათ.