სროლა ჩეხეთში - მოკლულია 2 ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც

კკ

ჩეხეთში, ქალაქ ჩრიბსკის მერიაში, სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია.

ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

გამომძიებლებმა თავდასხმაში ტერორისტული ან ექსტრემისტული მოტივი უკვე გამორიცხეს, ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციის მომსახურე პერსონალს შორის დაპირისპირებას.

გამოძიება გრძელდება.