1775651796
„სქაი ნიუსი“ - ირანში აცხადებენ, რომ ლიბანზე თავდასხმები თუ გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გავლენ
ირანში აცხადებენ, რომ ლიბანზე თავდასხმები თუ გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გავლენ, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს თქმით, ყველა ფრონტზე ომის შეჩერება, მათ შორის ლიბანში, აშშ-თან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.
„სქაი ნიუსის“ წყაროს თქმით, ირანი დასჯის ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის.
ამასთან ისრაელში აცხადებენ, რომ შეთანხმება ლიბანს არ ეხება.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში კი განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიბანში ყველაზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს. მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ასზე მეტი სამეთაურო ცენტრი და სამხედრო ობიექტი იყო.
როგორც „სიენენი“ იტყობინება, ეს იყო ისრაელის მიერ ბეირუთის ცენტრში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დარტყმები.










