„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
„სპაიდერმენის" გადაღებისას ტომ ჰოლანდმა მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო.
ვარსკვლავი სიფრთხილის მიზნით რამდენიმე დღით შეაჩერებს მუშაობას და მალევე დაბრუნდება გადასაღებ მოედანზე. ფილმის პროდიუსერები - Sony და Marvel Studios - ორშაბათს შეხვდებიან, რათა შემდგომი სამოქმედო გეგმა გადაწყვიტონ. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა.
Spider-Man: Brand New Day-ის გადაღებები გლაზგოში აგვისტოდან მიმდინარეობს. გასულ თვეში Sony-მ ჰოლანდის მონაწილეობით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სპაიდერმენის ახალ კოსტიუმში ჩანს — 2021 წლის Spider-Man: No Way Home-ის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსახიობმა კვლავ მოირგო ცნობილი კოსტიუმი.
"ეს პირველი დღეა — ჩემი მეოთხე პირველი დღე სპაიდერმენზე. სასაცილოა, კოსტიუმს როცა ვიცვამ, ამჯერად რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს. ასევე, ესაა პირველი შემთხვევა, როცა გადასაღებ მოედანზე პირველივე დღეს ფანები გვყავს, და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი მათთან ერთად გავიზიარო", — ამბობს ჰოლანდი ვიდეოში — "სეტზე რამდენიმე ნაცნობი სახეც გვყავს. ვეცდები ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო".
გუნდის ნაცნობ სახეებს შორის არიან სპაიდერმენის ვარსკვლავები ზენდეია და ჯეიკობ ბატალონი, ასევე მარველის კინო სამყაროს წევრები: The Bear-ის მსახიობი ლაიზა კოლონ-ზაიასი, Severance-ის ემის ჯილდოს მფლობელი ტრამელ ტილმანი და Stranger Things-ის ვარსკვლავი სეიდი სინკი.
ფილმში ასევე დაბრუნდებიან მარკ რუფალო ბრიუს ბენერის (ჰალკის) როლში, ჯონ ბერნთალი — დამსჯელის (Punisher) როლში და მაიკლ მანდო, რომელმაც Spider-Man: Homecoming-ში სკორპიონის პერსონაჟი ითამაშა.
ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 31 ივლისს არის დაგეგმილი.