სომხეთში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მუსტაფაევის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე აზერბაიჯანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზანს ემსახურება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის ვიზიტი. არ არის ცნობილი ისიც, თუ ვისთან გამართავს სომხეთში შეხვედრებს მუსტაფაევი.

აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, თუმცა დეტალების გასაჯაროებას მოგვიანებით აპირებენ.