Sky News: ზელენსკი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

კჯ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ლონდონში შეხვდება. ინფორმაციას Sky News-ი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა 15 აგვისტოს დაგეგმილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები იქნება.

ცნობისთვის, გუშინ ზელენსკიმ, სტარმერმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა ვიდეოზარის მეშვეობით ტრამპთან საუბარი გამართეს და პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს.