სიმპტომებს შორის არის თვალებიდან სისხლდენა - რა ვიცით ვირუსის შესახებ, რომლითაც აშშ-ში კაცი გარდაიცვალა

კვლევა

ამერიკის შეერთებული შტატებში, აიოვაში კაცი ვირუსული დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც იწვევს თვალებიდან სისხლდენას - ებოლას მსგავსად. ამის შესახებ Daily Mail წერს. 

გამოცემის ცნობით, პაციენტი ამ თვის დასაწყისში, დასავლეთ აფრიკიდან დაბრუნდა აშშ-ში. კაცს აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა ვირუსი, რომელიც ცნობილია, როგორც „ლასას ცხელება“. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ პაციენტი მოგზაურობის დროს არ დაავადებულა. ვირუსით დაავადებული ადამიანები არ არიან გადამდები სიმპტომების გამოვლენამდე და თავად დაავადება არ ვრცელდება შემთხვევითი კონტაქტით.

„პაციენტი, რომლის სახელიც არ არის გასაჯაროებული, იზოლირებული იყო აიოვას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფოში. ტესტირებამ დაადასტურა, რომ იგი ლასას ცხელების შედეგად გარდაიცვალა.

1969 წლიდან მოყოლებული, აიოვას შტატში ეს ლასას ცხელების მე-9 შემთხვევაა.  

CDC ახლა ეხმარება ჯანდაცვის წარმომადგენლებს გამოავლინონ ადამიანები, რომლებიც კონტაქტში იყვნენ პაციენტთან მისი სიმპტომების დაწყების შემდეგ. მათ სამი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რა არის ცნობილი ლასას ცხელების შესახებ

ლასა ცხელება, გამოწვეული ლასა ვირუსით. ეს შედარებით გავრცელებული დაავადებაა დასავლეთ აფრიკაში. ყოველწლიურად რეგიონში ინფიცირების 100 000-დან 300 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამ რიცხვიდან დაახლოებით 5000 არის ფატალური.

დაავადების სიმპტომები ჩვეულებრივ მოიცავს ცხელებას, დაღლილობას და თავის ტკივილს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება და ტკივილი ზურგში, გულმკერდში ან კუჭში. ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება სისხლდენა ცხვირიდან ან პირიდან.

დროული მკურნალობის გარეშე დაავადება თანდათან პროგრესირებს, რაც იწვევს შოკს, კრუნჩხვებს, კანკალს, დეზორიენტაციას და კომას. პაციენტების მეოთხედს ასევე აქვს დროებითი სიყრუე, რომელიც დროთა განმავლობაში ბრუნდება.

ორსულ ქალებს, რომლებიც ორსულობის გვიან პერიოდში ხდებიან ავად, აქვთ 80 პროცენტიანი შანსი, დაკარგონ ბავშვი ან თავად დაიხოცნენ.

თავად ვირუსი მღრღნელების გადამტანია და ადამიანამდე აღწევს დაავადებული ცხოველების შარდთან ან განავალთან კონტაქტით. იშვიათ შემთხვევებში, ის შეიძლება გადაიცეს ადამიანებს შორის დაავადებული ადამიანის სისხლთან ან სხეულის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ლორწოვანი გარსებით ან სქესობრივი კონტაქტით.