რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტაივანის ოპოზიციური პარტიის, „გომინდანის“ ლიდერს შეხვდა. მხარეებმა ტაივანის სრუტეში მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ჯენ ლივენმა განაცხადა, რომ ომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინსტიტუციური გადაწყვეტილების ძიება.
„ორივე მხარეს ჩინელები არიან. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ეს საერთო სურვილია“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერმა ასევე გამოთქვა სრული რწმენა, რომ სრუტის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები საბოლოოდ დაახლოვდებიან და გაერთიანდებიან.
თავის მხრივ, ჯენ ლივენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია ინსტიტუციური გადაწყვეტილების ძიება ომის თავიდან ასაცილებლად.
„ტაივანის სრუტის ქცევა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ნიმუშად უნდა იქცეს მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პარტია „გომინდანის“ ლიდერმა.
ცნობისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის პარტია „გომინდანის“ ლიდერის პირველი ვიზიტი კონტინენტურ ჩინეთში.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
1775810448