1769284719
შვილო, უკვე მოვკვდი, მეტს ნუღარ მირტყამ... - მოხუცი მამის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს (საბერძნეთი)
ბერძნულ მედიაში იმ მოწმის ჩვენება გამოქვეყნდა, რომელიც 80 წლის მოხუცის მკვლელობას შეესწრო. როგორც მედია წერს, მოწმემ დილით პოლიცია გამოიძახა და შეატყობინა, რომ 46 წლის მამაკაცი საკუთარ მამას კლავდა. ტრაგედიის შესახებ Georgians. gr წერს.
მოწმე, რომელიც ამავე დროს გარდაცვლილის მეზობელია, ამბობს, რომ 46 წლის მამაკაცმა საკუთარ მამას ჩასაფრება მოუწყო, დანახვისთანავე მას დანა დაარტყა, რა დროსაც 80 წლის მოხუცი ყვიროდა: “მიშველეთ, ღვთისმშობელო, გადამარჩინე“.
თვითმხილველის თქმით, ერთადერთი, რაც მსხვერპლმა სიკვდილის წინ შვილს უთხრა, იყო: “შვილო, უკვე მოვკვდი, მეტს ნუღარ მირტყამ“.






