ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
1761117031
შვედეთი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს. როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, ქვეყნის პრიორიტეტად უკრაინა რჩება.
„დღეს მაქვს პატივი, პრეზიდენტ ზელენსკის შვედეთში ვუმასპინძლო. ძლიერი და ქმედითი უკრაინა შვედეთისთვის პრიორიტეტია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხოს“, – წერს კრისტერსონი სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, შვედეთის პრემიერის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების განხილვას და აღნიშნავს, რომ მხარეებს ერთმანეთისგან ბევრი რამ აქვთ სასწავლი.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ულფ კრისტერსონს შორის შეხვედრა ქალაქ ლინკოპინგში იგეგმება, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.