საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
1769535617
შვედეთი გეგმავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 13 წლამდე შეამციროს.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრ გუნარ შტრომერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ბანდები ძალადობრივი დანაშაულების ჩასადენად ხშირად არასრულწლოვნებს იყენებენ, რადგან მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
მისივე თქმით, ქვეყანა „საგანგებო სიტუაციაში“ იმყოფება და ბავშვების კრიმინალურ ქსელებში გამოყენების შეჩერება მთავრობისთვის „მნიშვნელოვანი ამოცანაა“.
დამტკიცების შემთხვევაში, კანონმდებლობა ძალაში ამ ზაფხულს შევა.
ცნობისთვის, ამჟამად შვედეთში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 15 წელია.
შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში 15 წლამდე ასაკის ეჭვმიტანილებთან დაკავშირებული რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა გაორმაგდა.