შუმერი და პელოსი ბაიდენზე საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის მიზნით ზეწოლას აძლიერებენ -Reuters

შუმერი და პელოსი

აშშ-ის კონგრესის სენატის გავლენიანმა დემოკრატმა ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ნენსი პელოსიმ ამერიკის პრეზიდენტზე ჯო ბაიდენზე ზეწოლა გააძლიერეს, რათა მან საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

შუმერი ბაიდენს შეხვდა და შეუთვალა, რომ ქვეყნისთვის და „დემოკრატიული“ პარტიისთვის კარგი იქნებოდა, თუ ის საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტდა.

პელოსიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველანაირი გამოკითხვებით ბაიდენი საკუთარ კონკურენტს „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპს არჩევნებში ვერ დაამარცხებს და აგრეთვე დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსს დაუკარგავს.