1777927983
ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას განაგრძობს. ტრამპი წერს, რომ შტატების სამხედრო ძალები გაანადგურებენ ნებისმიერ ნავს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმს განათავსებს.
ამერიკული ავიამზიდი კი ახლო აღმოსავლეთს უახლოვდება. ჯერჯერობით უცნობია ის შეუერთდება რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო გემებს თუ ჩაანაცვლებს რომელიმე მათგანს.
პარალელურად, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდა.
ცნობილია ხდება, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები, მომდევნო კვირებში ერთმანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებიან.
ცაჰალი "ჰეზბოლას" დაჯგუფების წევრებზე კი საპასუხო თავდასხმას განაგრძობს. ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, მათ დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლებიც ტერიტორიაზე განლაგებულ ისრაელელ სამხედროებს საფრთხეს უქმნიდნენ.










