პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ
1766042128
უკრაინისთვის რუსული აქტივების გამოყენებაზე ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ - ინფორმაციას ფრანგული სააგენტო ავრცელებს. თუმცა, მიღწეულია კონსენსუსი ომში მყოფი ქვეყნისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე. ამ გადაწყვეტილებას, უნგრეთი და სხვა კონსერვატიული სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან.
ამ დრომდე მოლაპარაკების საგანია უკრაინაში ომის დასრულების საკითხიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დროა ოფიციალურმა კიევმა სწრაფად იმოქმედოს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა დროს კარგავს, რუსეთი წინ მიიწევს.
განცხადებას აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკიც.
"აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს. შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შესაძლოა, ვინმემ საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უკრაინული არმია ნატოს მხოლოდ გააძლიერებს და არა პირიქით. პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება", - ამბობს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.