შესაძლოა, პენტაგონმა, მინესოტაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 1 500 ამერიკელ ჯარისკაცი განალაგოს

მინესოტა

პენტაგონმა დაახლოებით 1 500 ამერიკელ ჯარისკაცს უბრძანა, მოემზადონ მინესოტაში შესაძლო განლაგებისთვის, სადაც მთავრობის დეპორტაციის კამპანიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მოწინააღმდეგეთა აქცია გუშინაც გაიმართა. დემონსტრაციის დროს ადგილზე მემარჯვენე აქტივისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.

პოლიციის ინფორმაციით, კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ამ პირებმა ტერიტორია მალევე დატოვეს, ვიდრე სამართალდამცველები მათთან მისვლას შეძლებდნენ.