ცნობილია, მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების ვინაობა
1736405146
უსაბუთო მიგრანტი გვატემალადან, სებასტიან საპეტა-ქალილი, რომელიც 2024 წლის 22 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული, აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ წაუკიდა ნიუ-იორკის მეტროში ქალს ცეცხლი.
დაკითხვისას, კაცმა რამდენჯერმე თქვა, რომ ვერაფერს იხსენებს, რის შემდეგაც დაკავებულს ვიდეომასალა აჩვენეს.
"ოჰ, ჯანდაბა, ეს მე ვარ", - თქვა მან პოლიციაში დაკითხვისას.
კაცის კომენტარების ჩანაწერები სასამართლო სხდომაზე წარადგინეს.
"ძალიან ვწუხვარ. არ ვაპირებდი. მე ნამდვილად არ ვიცი... არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმ ქალის გამო", - განაცხადა დაკავებულმა.
სებასტიან საპეტა-ქალილის დაკავების ოქმში მის მისამართად მითითებულია უსახლკაროთა ბრუკლინში მდებარე თავშესაფარი, სადაც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვიან.
კაცმა პოლიციას განუცხადა, რომ 5 წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ქუინსში მუშად მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის ქალი ბრუკლინში გაჩერებულ F მატარებელში იმყოფებოდა, როდესაც მამაკაცი მიუახლოვდა და მის ტანსაცმელს, სანთებლით, ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.