1746733863
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული შტორმი „ოფელია“ დაატყდა თავს

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული შტორმი „ოფელია“ დაატყდა თავს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიუ-ჯერსიში. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა წყალდიდობა კი მეწყერი გამოიწვია. გათიშულია ელექტრომომარაგება.
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სანაპირო რეგიონებში, ნიუ-იორკიდან სამხრეთ კაროლინამდე, საშტორმო განგაში გამოაცხადა.