შეერთებული შტატები მზად არის ირანის დახმარებისთვის - დონალდ ტრამპი

ტრამპი

შეერთებული შტატები მზად არის ირანის დახმარებისთვის - შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. შეერთებული შტატები მზად არის დახმარებისთვის!” - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.

საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. Time-ის ცნობით, ქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.