300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
1770400179
სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს.
"2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.
ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს.
"ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.