1772134861
სასამართლომ გერმანიის დაზვერვას აუკრძალა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადოს
გერმანიის ქალაქ კელნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სარჩელი დააკმაყოფილა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას არ აქვს უფლება, პარტია „მემარჯვენე ექსტრემისტულად“ გამოაცხადოს.
ცნობისათვის, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „დადასტურებულად მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ძალად გამოაცხადა, რაც პარტიამ სასამართლოში გაასაჩივრა.












