საქსტატი: 2024 წელს საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავალმა 228 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228.7 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს, 68.0 პროცენტს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო 32.0 პროცენტს – ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

უწყების ანგარიშით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 80.2 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 72.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 27.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 11.7 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 44.0 პროცენტი საერთაშორისო იყო, ხოლო 56.0 პროცენტი – ადგილობრივი.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოებმა 2024 წლის განმავლობაში გააგზავნეს 13.3 მილიონი ამანათი და 5.9 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია. 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.0 ათასს და მათ შორის 1.5 ათასი იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.