„სამყარო სავსეა მტაცებლებით, რომლებიც ჩვენს შვილებზე ნადირობენ“ - Cardi B დალაი ლამაზე

კარდი ბ

ცოტა ხნის წინ Cardi B ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ვხედავთ, რომ დალაი ლამამ არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„სამყარო სავსეა მტაცებლებით, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებზე ნადირობენ, მათ შორის კი ჩვენი შვილები არიან. ეს მტაცებლები შეიძლება ჩვენი მეზობლები, სკოლის მასწავლებლები და ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ძალაუფლება, ფული და ეკლესიებიც კი აქვთ", - წერს Cardi B ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ დალაი ლამამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც თებერვლის ბოლოს ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. დალაი ლამამ არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა და შემდეგ სთხოვა, მისი "ენა მოეწოვა", რისი კადრებიც ინტერნეტში გავრცელდა და სოციალური ქსელების მომხმარებლებში დიდი ბრაზი გამოიწვია.