სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც მასწავლებელი „ცნობისმოყვარეობის გამო“ მოკლა (უცხოეთი)

მკვლელი

ახალგაზრდა, რომელმაც მოკლა და დაანაწევრა მასწავლებელი „ცნობისმოყვარეობის გამო“, დარჩენილ სიცოცხლეს გისოსებს მიღმა გაატარებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ კორეაში მოხდა. იო-ჯუნგიმ მასწავლებელი ონლაინ გაიცნო. პოლიციამ განაცხადა, რომ მან შეადგინა დახვეწილი გეგმა, როგორ შეხვედროდა ქალს და მოეკლა იგი, რათა „ენახა როგორი იყო ეს პროცესი“.

„დადგინდა, რომ იუნგს წინასწარ ჰქონდა განზრახული დანაშაული, რომელიც გამოწვეული იყო ვინმეს მოკვლის სურვილით, მას შემდეგ, რაც იგი სატელევიზიო გადაცემებიდან და წიგნებიდან მკვლელობით იყო შეპყრობილი“, - თქვა პოლიციის სპიკერმა.

გამომძიებლებმა თქვეს, რომ იო-ჯუნგიმ თავი გაასაღა ბავშვის დედად, რომელიც ინგლისურის რეპეტიტორს ეძებდა.

იუ-ჯუნგმა ქალს დანა რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი სუპერმარკეტში წავიდა, სადაც მან იყიდა ურნები და სპეციალური ხსნარები. ამის შემდეგ დაბრუნდა საცხოვრებელში და ქალი დაანაწევრა. 

BBC-ის ცნობით, იო-ჯუნგი ტყეში ტაქსით წავიდა, რათა სხეულის ზოგიერთი ნაწილი გადაეგდო. საეჭვო ქმედების შესახებ პოლიციას ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. სხეულის ერთი ნაწილი ტყეში იპოვეს, მეორე კი გოგონას სახლში. 

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობამდე იგი რამდენიმე თვე ეძებდა მოკვლის მეთოდებს და სხეულის მოშორების გზებს.

BBC-ის ცნობით, მსხვერპლის ვინაობა საჯარო არასოდეს ყოფილა. 

ასევე ნახეთ: 

„ყვიროდა, რატომ მემალებიო...“ - პოლიციამ კოსტა სანიკიძის დაჭრის კადრები სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო

„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ - ერთი ქალის სევდიანი ამბავი