სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ქალს, რომელმაც 28 დღის ჩვილი წამებით მოკლა ( უცხოეთი)

პატიმარი ქალი

ამერიკელ ქალს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 28 დღის ჩვილის სასტიკი მკვლელობისთვის, ბავშვის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებით. ამის შესახებ Daily Express US იტყობინება.

„ის სითბური დარტყმით გარდაიცვალა“, - დაადასტურა სასამართლო ექსპერტიზამ. 

გოგონას დამწვრობა ან გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ დადასტურდა, რომ სიკვდილის მიზეზი გადახურება იყო და არა ფიზიკური ძალადობა.

პროკურორი სიკვდილით დასჯას ითხოვდა, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მისცეს ხმა ქალის სამუდამო პატიმრობას, პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე. ჩინა არნოლდი დამნაშავედ ცნობს.

ამბავი ვირჯინიაში მოხდა, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ ძალაშია, მაგრამ პრაქტიკაში 2017 წლიდან არ გამოიყენება.