როდემდე გაგრძელდება თბილი ამინდები - მეტეოროლოგის პროგნოზი
1763732730
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ძალიან სახიფათო სიტუაციაში არიან და შეტაკება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, - ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ და მოსისხლე მტრად მიიჩნევს და ყველანაირ დიალოგზე უარს ამბობს, რაც ძალიან სახიფათოა.
17 ნოემბერს სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო მოლაპარაკებები შესთავაზა, რომელიც სამხედრო დემარკაციის ხაზის გასწვრივ მკაფიო საზღვრის გავლება ითვალისწინებს. ჩრდილოეთ კორეას წინადადებაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.