საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს

მეშკოვი

საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემას, ეს ისტორია, პრაქტიკულად, პერმანენტულია... მაგალითად, ახლა ბელგიური და არა ფრანგული ბანკის მეოხებით ჩვენ, საელჩოს, ბენზინის შესაძენად განკუთვნილი ბარათები დაგვიბლოკეს, რაც ვენის კონვენციისა და ევროკავშირის მიერ მიღებული სასანქციო ნორმების დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა მეშკოვმა.

მისი თქმით, საელჩოს წარმომადგენლები შეეცადნენ გადახდა ფრანგული ბანკის საშუალებით განეხორციელებინათ, თუმცა მაინც ვერ მოახერხეს.