დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
მძარცველებმა საფრანგეთში, რენუარის მუზეუმიდან სამი ნახატი მოიპარეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ნახატები მოიპარეს მძარცველებმა, თუმცა მუზეუმის განცხადებით, მათი საერთო ღირებულება ცხრა მილიონ ევროს აღემატება.
როგორც ცნობილია, მძარცველები მუზეუმში სამშაბათს, გამთენიისას შეიჭრნენ და ოთხი ნახატი წაიღეს, რომელთაგან ერთი დაუვარდათ, როცა მათ პოლიცია დაედევნა.
„რენუარის მუზეუმზე თავდასხმა კან-სიურ-მერის ისტორიისა და მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმაა. ეს ქმედებები განსაკუთრებით სერიოზულია“, – განაცხადა ქალაქ კან-სიურ-მერის კუმუნის მერმა, ბრაიან მასონმა.
რენუარის მუზეუმი 1960 წელს იმპრესიონისტი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის სახლში შეიქმნა. მხატვარი სახლში 1919 წელს გარდაიცვალა. მუზეუმში გამოფენილი კოლექცია მოიცავს რენუარის ცამეტ ნამუშევარს და დაახლოებით 40 ქანდაკებას, ავეჯსა და ფოტოსურათს.