საფრანგეთში მიმდინარე არეულობა შვეიცარიასაც მოედო

polcie

საპროტესტო გამოსვლები და არეულობა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა, შვეიცარიაზეც გადავიდა. ამის შესახებ Deutche Welle წერს.

სოციალური ქსელებით გავრცელებული მოწოდებების შემდეგ ახალგაზრდები ქალაქ ლოზანას ცენტრში შეიკრიბნენ. მათ სახლების მინები ჩაამსხვრიეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციის 7 მონაწილე დაკავებულია.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის 27 ივნისს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც პოლიციელებმა პარიზის შემოგარენში ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 17 წლის მოზარდი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, პატრული ავტომობილი გაჩერებას ცდილობდა, სადაც მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და მას ცეცხლი გაუხსნეს.