კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ევროკავშირი არცერთ ქვეყანას არ მისცემს ნებას თავს დაესხას მის სუვერენულ საზღვრებს, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
ბარომ ეს განცხადება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან მიმართებაში მისი გეგმების საპასუხოდ გააკეთა.
„ნათელია, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნები თავს დაესხან მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„თქვენ თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ აშშ შეიჭრება გრენლანდიაზე, ჩემი პასუხია – არა. მაგრამ შევედით თუ არა ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც გადარჩება ყველაზე ძლიერი? მაშინ ჩემი პასუხია – დიახ“, – დასძინა ჟან-ნოელ ბარომ.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მის რეზიდენციაში მარ-ა-ლაგოში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.