„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა.
ელისეს სასახლის განცხადებით, ლეკორნუს საფრანგეთის 2026 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვა დაევალა.
როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის ახალი პრემიერი მაკრონის ახლო მოკავშირეა.
მედიაში წერენ, რომ მისი არჩევა სოციალისტების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ლეკორნუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრი გახდა.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.
ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის.