ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
საფრანგეთში, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა რადიო RTL-ის ეთერში განაცხადა, რომ პროკურორებს მშობლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყენება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაავალა.
მინისტრის ცნობით, საპროტესტო ტალღის დაწყებიდან დღემდე პოლიციამ 2 000-მდე პირი დააკავა. ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უშუალოდ კანონიერმა წარმომადგენლებმა დააფინანსონ.
„ზარალს არა არასრულწლოვანი, არამედ მშობელი იხდის - ეს დღეს მშობლების პასუხისმგებლობის საკითხიცაა. არსებობს კანონი, რომელიც ამის უფლებას გვაძლევს“, - აღნიშნა დარმანინმა. მისი თქმით, ეს მიდგომა ბევრად ეფექტურია, ვიდრე პატიმრობა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებენ.
იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე: „რას აკეთებენ 15-16 წლის მოზარდები, როდესაც ავტობუსის გაჩერებებსა თუ სკოლის დირექტორებს ესხმიან თავს? როდესაც ანგრევენ ლიცეუმებსა და ტრანსპორტს, მშობლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“.
ჟერალდ დარმანინმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები პროკურატურის ამ მოთხოვნას სრულად გაიზიარებენ.