საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მარინ ლე პენის ან ჟან-ლუკ მელანშონის გამარჯვებამ, შესაძლოა, საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანოს

ჟერალდ დარმანენი

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის ან ჟან-ლუკ მელანშონის გამარჯვება ქვეყანას სამოქალაქო ომის ზღვარამდე მიიყვანს.

ამის შესახებ დარმანენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამგვარი სცენარი ეროვნული თანხმობისთვის კატასტროფული იქნება და გამოიწვევს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შედეგებს, რომლებიც შესაძლოა, მთლიანად ევროპას შეეხოს.

დარმანენმა გამოთქვა შეშფოთება, რომ საფრანგეთის პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო პოლუსებზე მყოფ ორ კანდიდატს შორის არჩევანმა მოსახლეობაში, შესაძლოა, უკიდურესად მწვავე რეაქცია გამოიწვიოს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს გაიმართება, მეორე ტური კი 2 მაისს არის დაგეგმილი იმ შემთხვევისთვის, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50 პროცენტზე მეტს.

კვლევითი ორგანიზაციის, Elabe-ის მიერ 12-13 ნოემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენს გამოკითხულთა 31-33 პროცენტი უჭერს მხარს, ჟან-ლუკ მელანშონს კი – 17-18,5 პროცენტი. გამოკითხვაში 1 500 ადამიანი მონაწილეობდა.

✕