ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
საფრანგეთის დაზვერვის ცნობით, ირანის ბირთვული პროგრამა დიდი ხნით „გადაიდო“. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც ფრანგულ დაზვერვაში აღნიშნავენ, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად თეირანის ბირთვული პროგრამა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო.
მათივე ცნობით, დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამის რამდენიმე ელემენტი დააზიანა.
„ჩვენი ინფორმაციით, თითოეული ელემენტი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბირთვული პროგრამა იმ სახით, როგორც ჩვენ ვიცოდით, დიდი ხნით შეფერხდება – სავარაუდოდ, რამდენიმე თვით“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ნიკოლა ლერნერმა.
მისივე თქმით, ირანის გამდიდრებული ურანის ნაწილი დარტყმის შედეგად განადგურდა, თუმცა თეირანის განკარგულებაში ამ ურანის ნაწილი მაინც რჩება.