1773348202
საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჰორმუზის სრუტეში გემებს ესკორტირებას გაუწევს - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეერთებული შტატების ფლოტი ჰორმუზის სრუტეში გემებს ესკორტირებას გაუწევს.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანს უკვე მიყენებული ზარალის აღდგენისთვის წლები დასჭირდება.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დამატებითი მძიმე დარტყმები მომავალ კვირაში დააანონსა.
„საჭირო თუ გახდება, გემებს ესკორტირებას გავუწევდით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად წავა. ირანს უკვე იმხელა ზიანი მივაყენეთ, აღდგენას წლები დასჭირდება. მომავალ კვირაში კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.










