საბერძნეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ

საბერძნეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება. ცეცხლი ათენის დასავლეთით ქალაქ მეგარას მიუახლოვდა და დასახლებულ პუნქტებს ემუქრება. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს ხელს.

საბერძნეთის დედაქალაქის მახლობლად ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან.