საბერძნეთში ექიმები ხელფასის მატებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ

ექიმების გაფიცვა

საბერძნეთში ექიმებმა 48-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, სამედიცინო სექტორში დასაქმებულები ხელფასების მატებასა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქცია ექიმთა პროფკავშირების ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ექიმები დღეს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავენ.

ამასთან, ხვალ დაიხურება კერძო სამედიცინო ლაბორატორიები.

აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბერს საბერძნეთში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და პორტებმა მუშაობა შეაჩერეს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი გაფიცვის გამო, რომელიც ორგანიზებული იყო სახელმწიფო და კერძო სექტორის უმსხვილესი პროფკავშირების მიერ.

თანამშრომლები აპროტესტებენ მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო საათების გახანგრძლივებას და დაქირავების წესების ცვლილებებს კერძო სექტორში.